იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების ორგანიზებით, წინანდალში მესამე საერთაშორისო ეს კონფერენცია გაიმართა.

, „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF)- საქართველო" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს „მედია თანასწორობისთვის- 2023".

კონკურსის მიზანია გენდერულად თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში ეთიკური მედიის, მულტიმედიისა და სოციალური მედიის პლატფორმების მნიშნვნელობის ხაზგასმა და ამით საქართველოში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა.

წელს კონკურსის პრიორიტეტული თემებია:

● გენდერული დეზინფორმაცია და მისი გავლენა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე;

● ლგბტქ საკითხების გაშუქება (ლგბტქ ადამიანების მიგრაცია, შრომითი უფლებები, უსაფრთხოება, გამოხატვის თავისუფლება, პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია და ა.შ.);

● მიგრაციის ფემინიზაცია (სოციალურ-ეკონომიკური შედეგები, სახელმწიფო პოლიტიკა, მიგრანტი ქალების საჭიროებები და გამოწვევები და ა.შ.).

საკონკურსო კატეგორიებია:

● საუკეთესო ცენტრალური მედია პროდუქტი (ცენტრალურ მედიაში მომუშავე ჟურნალისტების მიერ შექმნილი სატელევიზიო სიუჟეტი, რადიო რეპორტაჟი, სტატია, ციფრული მედია პროდუქტი და ა.შ.)

● საუკეთესო რეგიონული მედია პროდუქტი (რეგიონულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტის მიერ შექმნილი სატელევიზიო სიუჟეტი, რადიო რეპორტაჟი, სტატია, ციფრული მედია პროდუქტი და ა.შ.)

● საუკეთესო ვიზუალური ნამუშევარი (კედლის მხატვრობა, ფოტოამბავი, ინსტალაცია და სხვ.);

● საუკეთესო ციფრული პლატფორმა (ქალთა და გენდერულ საკითხებზე ორიენტირებული ციფრული პლატფორმები, რომლებიც შექმნილია კონკრეტული ინდივიდების, ორგანიზაციების ან საინიციატივო ჯგუფების მიერ.

კატეგორია არ მოიცავს სატელევიზიო თუ ონლაინ მედიების ციფრულ პლატფორმებს);

● საუკეთესო სტუდენტური ჟურნალისტური პროდუქტი (აპლიკაციის გამოგზავნა შეუძლიათ ჟურნალისტიკის ან სხვა შესაბამისი ფაკულტეტების სტუდენტებს. ამ კატეგორიაში მიიღება სტუდენტების მიერ მომზადებული მედია პროდუქტი:

სატელევიზიო სიუჟეტი, სტატია, ვიდეო-სიუჟეტი, პოდკასტი, რადიო გადაცემა და ა.შ. მასალა გამოქვეყნებული უნდა იყოს ნებისმიერ სტუდენტურ ან სხვა მედია პლატფორმაზე).

თითოეულ კატეგორიაში გაგზავნილი საკონკურსო ნამუშევარი, 2022 წლის 11 ნოემბრიდან 2023 წლის 31 ოქტომბრამდე უნდა იყოს გამოქვეყნებული.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებს, გრაფიკულ დიზაინერებს, ოპერატორებს, რეჟისორებს, ბლოგერებს, სოციალურ მედიაში კონტენტის შემქმნელებს, სტუდენტებს.

კონკურსი უკვე მესამე წელია ტარდება. წელს, ევროკავშირთან ერთად, კონკურსის ფინანსური მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.

კონკურსს თითოეულ კატეგორიაში სამი გამარჯვებული, „თანასწორობის ჩემპიონი" ეყოლება, რომლებიც სიმბოლური საჩუქრების გარდა, ფულადი პრიზებითაც დაჯილდოვდებიან.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. https://www.wecf.ge/media-awards/

 
მნახველთა რაოდენობა: 2405