იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ბიზნესის განვითარებით დაინტერესებული პირებისათვის!

27 ოქტომბერს, ,,ამბასადორ კაჭრეთში”, გაიმართება სემინარი საერთაშორისო ბიზნესში ქალთა ბიზნეს პოტენციალის ზრდის თაობაზე.

დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა , მიიღონ ინფორმაცია გლობალური ვაჭრობისა და ფინანსების ტენდენციების, გაყიდვების საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულების, აზიის განვითარების ბანკის სავაჭრო და მიწოდების ჯაჭვის საფინანსო პროგრამის, ბანკებთან ექსპორტის დაფინანსების საშუალებისა და სხვა საკითხების თაობაზე.

სემინარი ორგანიზებულია ICC საქართველოს საბანკო კომისიის მიერ აზიის განვითარების ბანკთან და Enterprise Georgia-სთან პარტნიორობით.

შეხვედრა დაიწყება 10:00 საათზე და დასრულდება 16:00 საათზე. სემინარზე დასწრება უფასოა.

ტრანსპორტირების ხარჯი არ ანაზღაურდება. სემინარის სამუშაო ენაა ინგლისური, უზრუნველყოფილი თარგმანით.

 
მნახველთა რაოდენობა: 2187