იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საერთაშორისო კონფერენცია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კიდევ ერთი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება.

კონფერენცია "სტუდენტთა ფსიქოლოგიური კეთილდღეობა და მენტალური ჯანმრთელობის საკითხები“, ევროკავშირის ერაზმუს+ საერთაშორისო პროექტ E-PSY ფარგლებში გაიმართება.

კონფერენციის მიზანია დარგის სპეციალისტებისა და დაინტერესებულ მხარეებისთვის ერთგვარი პლატფორმის შეთავაზება, სადაც მათ საშუალება ექნებათ გაუზიარონ ერთმანეთს უახლესი კვლევების შედეგები, სტუდენტური ფსიქოლოგიური კეთილდღეობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრების მუშაობის პრინციპებისა და ფსიქოლოგიური კონსულტაციის უახლესი და აპრობირებული მეთოდების შესახებ.

კონფერენციის სამუშაო თემებია, აკადემიური გადაწვა და მენტალური პრობლემები სტუდენტებში;

შფოთვის გავლენა სტუდენტის აკადემიურ მოსწრებასა და მის საერთო კეთილდღეობაზე;

ემოციების რეგულირების წვლილი უნივერსიტეტის სტუდენტების ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაში;

კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობა საუნივერსიტეტო სივრცეში, როგორც მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობა;

სხვადასხვა უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების მენტალური ჯანმრთელობა და სხვა.

ღონისძიებაში საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ცნობილი ფსიქოლოგები, მკვლევარები და მეცნიერები მიიღებენ მონაწილეობას.

კონფერენცია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 6 ოქტომბერს გაიხსნება.

 
მნახველთა რაოდენობა: 2230