იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
2024 წლის 8-9 თებერვალს, თბილსში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.

კონფერენციის თემაა: "ტრანსფორმაცია გარდამავალ პერიოდში: ევროპული ინტეგრაცია და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა".

ღონისძიება საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში არსებული ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით და პოლონეთის რესპუბლიკის ლაზარსკის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით უკვე მეოთხედ გაიმართება.

კონფერენციის საკვანძო თემებია, სამართლებრივი და პოლიტიკის ინსტრუმენტების შეფასება ევროპული ინტეგრაციისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში;

სამართლებრივი ჰარმონიზაცია და ევროპეიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მაგალითზე;

რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობა სავაჭრო, ეკონომიკური და თავდაცვის მიმართულებით;

არსებული გეოპოლიტიკური რეალობის აღქმა და ანალიზი (განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ); ახალი სამართლებრივი ჰორიზონტები:

სამართლის მეცნიერების აღმოცენებადი და განვითარებადი დარგები;

ეროვნული პოლიტიკის ჩარჩო და ინტეგრაციის პროცესი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

ადამიანის უფლებები და სამართალი-- მიმდინარე ცვლილებების გავლენა ადამიანის უფლებებზე, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობასა და კანონის უზენაესობაზე როგორც ევროპის, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. გეოპოლიტიკური ცვლილებები ევროკავშირში და მის მიღმა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ზეგავლენა რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

დღესდღეობით მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცვლილებების ფონზე ევროკავშირს, როგორც გამორჩეულ აქტორს რეგიონული ინტეგრაციის პროცესში, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება უწევს.

ამავდროულად, აღმოსალეთ პარტნიორობის ინიციატივა, რომელიც მოიცავს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ექვს სახელმწიფოს, გახდა მთავარი ფაქტორი რეგიონის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენებისა, რის შედეგადაც სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: საერთაშორისო თანამშრომლობა, ინტეგრაცია და სამართლებრივი სისტემის განვითარება და სხვ.

კონფერენციის მიზანი რეგიონში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, ევროკავშირის როგორც გამორჩეული აქტორის როლის თაობაზე შეცედულენების წარმოდგენისა და სამეცნიერო დისკუსიებში ჩართვისათვის, ადგილობრივი და საერთაშორისო მკვლევარების, პრაქტიკოსების, პოლიტიკის განმსაზღვრელი და სხვა დაინტერესებული პირების თავმოყრაა.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაციის დროს უნდა წარმადგინონ შესაბამისი თემატიკა და აბსტრაქტი, ხოლო კონფერენციის შემდგომ - სრული ნაშრომები.

საკონფერენციო ნაშრომები დაიბეჭდება საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ს სამეცნიერო ჟურნალში - „სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები“ ან პოლონეთის ლაზარსკის უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ჟურნალში „ეკონომიკა და პოლიტიკური აზრი“.

კონფერენცია დაფინანსებულია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს კვლევითი ბიუჯეტიდან და მასში მონაწილეობა უფასოა.

კონფერენციაზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 2023 წლის 29 დეკემბრამდე.

 
მნახველთა რაოდენობა: 2856