იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსშეჩერებული სტუდენტების საყურადღებოდ!

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2023 წლის 1 აგვისტომდე სტატუსშეჩერებული სტუდენტებისათვის, ფინანსური დავალიანების სახელმწიფოს მიერ განულების ინიციატივას მიესალმება. რექტორისა და ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტი ინიციატივის აღსრულების პროცესში ჩართულია და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ამ საკითხზე გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს.

მოგმართავთ, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს -გთხოვთ მობრძანდეთ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თქვენი სპეციალობის შესაბამის ფაკულტეტეზე, სადაც სტატუსის აღდგენისა და სასწავლო პროცესში ჩართვის საკითხზე დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან. სტუდენტის სტატუსის აღდგენა შესაძლებელია მიმდინარე წლის 15 ოქტომბრამდე.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, 15 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ფინანსური დავალიანების გამო 2023 წლის 1 აგვისტომდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, დავალიანება გაუნულდებათ.

 
მნახველთა რაოდენობა: 2415