იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2 აგვისტოდან, აცხადებს კონკურსს უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებზე:

Ø  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტ: 

·          ინგლისური ენის მიმართულებით --  ასოცირებული პროფესორი 1 საშტატო ერთეული (აფილირებული), 6 წლით;

·         ინგლისური  ლიტერატურის მიმართულებით -- ასოცირებული პროფესორი 1 საშტატო ერთეული (აფილირებული), 6 წლით.

Ø  სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის  ფაკულტეტ:  

·         ინგლისური ენის მიმართულებით --  ასოცირებული პროფესორი 1 საშტატო ერთეული (აფილირებული), 6 წლით; 

Ø  აგრარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტ: 

·         ინგლისური ენის მიმართულებით --  ასოცირებული პროფესორი 1 საშტატო ერთეული (აფილირებული), 6 წლით;                                        

 კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

·      ავტობიოგრაფია (CV)

·      პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი

·      2 (ორი) ფოტოსურათი

·      სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

·      ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის შესახებ.

      კონკურსანტის კომპეტენტურობის დასადგენად განსაზღვრული სავალდებულო მოთხოვნები:

 

)  ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

·      ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე  6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური სტაჟი.  

§  ნებისმიერი აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დამოწმებულად (ოფიციალური პირის ხელმოწერა, ბეჭედი) და  დანართი 1.-ის სტრუქტურის შესაბამისად;  

§  კონკურსანტი ვალდებულია, არაქართული წარმოების დოკუმენტები წარმოადგინოს ქართულ ენაზე თარგმნილი და დოკუმენტის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით ან/და სანოტარო წესით დამოწმებული სახით.

შენიშვნა:

 ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა უნდა დააგროვოს არანაკლებ 15 ქულა (მინიმალური გადასალახი ზღვარი) შემდეგი აუცილებელი აქტივობებით: სამეცნიერო პუბლიკაციებით (მინიმუმ ორი); სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობით (მათ შორის ერთი მაინც საერთაშორისო); სასწავლო კურსების სილაბუსებითა და დარგის განვითარების კონცეფციით;

·         კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია, წერილობით გამოხატოს თანხმობა:

ა/. ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის  შესახებ“ დებულების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით;

ბ/. შრომითი ურთიერთობის პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის  თანხმობა, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდეს  პროფესორი კვირაში მინიმუმ სამი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორი მინიმუმ ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში (დანართი 5.).

·       კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეფასება განხორციელდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული (ოქმი N15)აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ დებულებისმიხედვით;

·     კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყება 2023 წლის  4 სექტემბერს 10:00 საათზე და დასრულდება 2023 წლის 15 სექტემბერს  17:00 სთ-ზე;

·       საბუთების მიღება განხორციელდება უნივერსიტეტის I კორპუსის II სართულზე # 214-ე ოთახში, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე;

·         კონკურსის ჩატარების დღედ განისაზღვრ 2023 წლის  19 სექტემბერი.

ვებგვერდი  www.tesau.edu.ge

ელ ფოსტა info@tesau.edu.ge

 
მნახველთა რაოდენობა: 1649
 
 
 
 
    2024 ივნისი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-6-31'