იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
კონკურსი აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის წარჩინებული სტუდენტებისათვის აცხადებს კონკურსს აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად

სტიპენდია ემსახურება ახალგაზრდებში მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების საგნების შესწავლის მოტივაციის ამაღლებას, მათი ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებასა და პროფესიონალებად ჩამოყალიბებას.

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილ სტუდენტებს, რომელთა  აკადემიური მოსწრება არის 80% და მეტი, აქვთ გამოქვეყნებული  სამეცნიერო ნაშრომი, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურნი.

დადგენილება  აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ იხილეთ დანართის სახით.

 

 

 
მნახველთა რაოდენობა: 1307
 
 
 
 
    2024 მარტი

    2

    3

    5

    8

    9

    10

    11

    16

    17

    18

    19

    21

    23

    24

    26

    28

    29

    30

    31


    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.