იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საგანმანათლებლო პროექტი ,,გახდი აუდიტორი 2023“ სტუდენტებისთვის

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი 20 მარტიდან საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებთან ერთად საგანმანათლებლო პროექტს ,,გახდი აუდიტორი 2023’’-ს იწყებს.

პროექტი გათვალისწინებულია იმ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის, რომელთანაც საჯარო აუდიტის ინსტიტუტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული.

პროექტის ფარგლებში, სტუდენტები შეხვდებიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საჯარო აუდიტის ინსტიტუტის და საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების მენეჯერული რგოლის წარმომადგენლებს, რომლებიც საჯარო სექტორის სერტიფიცირებული აუდიტორები არიან. ასევე, პროექტის ფარგლებში სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სასწავლო ღონისძიებაში 2023 წლის 20-27 მარტს. პროექტი სტუდენტებს დაეხმარება სტაჟირების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების წარმატებით გავლაში.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ III-IV კურსის სტუდენტებს, რომელთა GPA 3.5 ან მეტია, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას B2 დონეზე  და გავლილი აქვთ ფინანსური აღრიცხვის კურსი ან ACCA F3 დონე.

პროექტში ჩართვა შესაძლებელია 2023 წლის 15 მარტამდე (გათვალისწინებულია ერთი ადამიანი).

 
მნახველთა რაოდენობა: 1431
 
 
 
 
    2024 თებერვალი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-2-31'