იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ცხადდება ვაკანსია სტუდენტებისთვის

სსიპ "საჯარო აუდიტის ინსტიტუტი" აცხადებს ვაკანსიას სერტიფიცირებისა და ტრენინგების სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

"საჯარო აუდიტის ინსტიტუტი" სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საგანმანათლებლო პროფილის საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ინსტიტუტი "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე 2012 წელს ჩამოყალიბდა და საქმიანობს რამდენიმე მიმართულებით: უზრუნველყოფს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას, ექსკლუზიური უფლებით ახორციელებს საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სერტიფიცირებას, მუნიციპალური განვითარებისა და საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამებს, ატარებს ინდივიდუალურ და კორპორაციულ ტრენინგებს, გეგმავს კვლევით/ანალიტიკურ, საექსპერტო და საკონსულტაციო მომსახურებას, ქმნის პროფესიულ ლიტერატურას და სასწავლო სახელმძღვანელოებს.

სამუშაოს აღწერა:

** ტრენინგების დაგეგმვასა და ადმინისტრირებაში მონაწილეობის მიღება;
** ტრენინგების მონიტორინგისა და შეფასების განხორციელება;
** ტრენერებთან პირველადი კომუნიკაცია;
** დაინტერესებული პირებისთვის ტელეფონით ინფორმაციის მიწოდება;
** კომპეტენციის ფარგლებში, საგრანტო წინადადების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელობის მხრიდან სხვა დავალებების შესრულება.

სამუშაო საათები: 10:00-19:00
მისამართი: ქეთევან წამებულის გამზირი #96.
ანაზღაურება: 1000 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სოციალური მეცნიერებების, საჯარო მმართველობის, ფსიქოლოგიის, იურიდიული, საფინანსო ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint) საბაზისო დონეზე ცოდნა;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გააგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე) ელ. ფოსტაზე: sai@sao.ge

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 22 თებერვალი.

 
მნახველთა რაოდენობა: 1395
 
 
 
 
    2024 მარტი

    2

    3

    5

    8

    9

    10

    11

    16

    17

    18

    19

    21

    23

    24

    26

    28

    29

    30

    31


    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.