იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საერთაშორისო კონფერენცია პროექტ HERiPRENEURSHIP-ის ფარგლებში

2023 წლის 8-9 ივნისს, რუმინეთის ქალაქ ტულჩაში, პროექტ HERiPRENEURSHIP-ის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

კონფერენციის მიზანია მიმოიხილოს ტურიზმის, ციფრული კულტურისა და მემკვიდრეობის ტენდენციები, როგორც სოციო-ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელი ძალა, გაეცნოს საერთო დამოკიდებულებას ტურისტული მემკვიდრეობის მენეჯმენტის უახლესი გამოწვევების მიმართ, ასევე კლიმატის ცვლილების პერსპექტივის პირობებში, შეისწავლოს კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიები მდგრადი ტურიზმისთვის და განავითაროს კავშირები საერთო ინტერესების მქონე აკადემიკოსებს, პოლიტიკოსებსა და პრაქტიკოსებს შორის.

კონფერენციისთვის მიიღება როგორც თეორიული, ისე კვლევითი ნაშრომები შემდეგ თემატიკაზე:

 კულტურული მემკვიდრეობა და მეწარმეობა

კულტურული და მემკვიდრეობითი ტურიზმი

მდგრადი, მწვანე და პასუხისმგებლიანი ტურიზმი

მემკვიდრეობის მდგრადი მენეჯმენტი

ეკონომიკა და საზოგადოება

კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიები

მემკვიდრეობის ინტერპრეტაცია და კომუნიკაცია

არქეოლოგია, ისტორია, ეთნოლოგია, სოციოლოგია

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 24 მარტი.

კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმშიც. 

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://heripreneurship.eu/…/Invitation-_HERIPRENEURSHIP…

 
მნახველთა რაოდენობა: 5655
 
 
 
 
    2024 მარტი

    2

    3

    5

    8

    9

    10

    11

    16

    17

    18

    19

    21

    23

    24

    26

    28

    29

    30

    31


    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.