იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სოციალური კვლევისა და ქცევითი მეცნიერებების მე-13 საერთაშორისო სიმპოზიუმი

SADAB-ის სოციალური კვლევისა და ქცევითი მეცნიერებების მე-13 საერთაშორისო სიმპოზიუმი 2023 წლის 24-26 მარტს, ონლაინ რეჟმში ჩატარდება. სიმპოზიუმს საქართველოს უნივერსიტეტი და სოციალური კვლევებისა და ქცევითი მეცნიერებების ჟურნალი (Journal of Social Research & Behavioral Sciences) მასპინძლობს. სიმპოზიუმის მხარდამჭერია ფარაბის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ყაზახეთი), კალალ-აბადის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ყირგიზეთი) და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი (საქართველო). SADAB საერთაშორისო აკადემიური კონფერენციაა, რომელიც სოციალური და კულტურული კვლევების ძირითად სფეროებს მოიცავს. კონფერენცია, სამეცნიერო გარემოში, პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გასაზიარებლად, მიზნად ისახავს მკვლევარების, ადმინისტრატორების, ექსპერტების, მასწავლებლების, კურსდამთავრებულებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მათი წარმომადგენლების შეკრებას,. კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები Journal of Social Research and Behavioral Sciences-ში (SADAB) გამოქვეყნდება კონგრესში მონაწილეობის მსურველებს, ზეპირი პრეზენტაციის, ვირტუალური პრეზენტაციის (ვიდეო) და პოსტერ-პრეზენტაციის წარდგენა შეუძლიათ. ასევე შესაძლებლობა აქვთ, ერთმანეთსა და კოლეგებს მთელი მსოფლიოდან, გაუზიარონ გამოცდილება და წარუდგინონ კვლევა სოციალურ მეცნიერებებთან დაკავშირებით. კონფერენციის სამუშაო ენებია, ინგლისური, თურქული და სხვა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე:

https://sadabsempozyum.org/sadabantalya

 

 

 

 

 

 
მნახველთა რაოდენობა: 1657
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'