თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების შესახებ

სსიპ-იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი  აცხადებს არჩევნებს რექტორის  თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური საბჭოს ოქმი #24   25.10.2022).

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების დღედ განისაზღვრა 2022 წლის 20 დეკემბერი.

კანდიდატების რეგისტრაცია იწარმოებს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში 2022 წლის 28 ნოემბრიდან 2022 წლის 07 დეკემბრის ჩათვლით, ყოველდღიურად, დილის 10 საათიდან საღამოს 17 საათამდე.

რექტორის თანამდებობის არჩევნებში რეგისტრაციისათვის კანდიდატმა უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

● განცხადება;

● პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;

● ავტობიოგრაფია ან CV;

●დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის

  დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

● ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვის შესახებ;

●ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის                 

  წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ;

● რექტორობის კანდიდატის სამოქმედო გეგმა;

● 2 ფოტოსურათი ზომით 3X4.

იხილეთ დადგენილება.

 
მნახველთა რაოდენობა: 447
 
 
 
 
    2022 დეკემბერი
    1

    2

    3

    4

    5

    6

    7

    8

    9

    10

    11

    12

    13

    14

    15

    16

    17

    18

    19

    20

    21

    22

    23

    24

    25

    26

    27

    28

    29

    30

    31


    2022 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.