იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
EIA-ს პროექტი სტუდენტებისათვის

ევროპის ინოვაციების აკადემია (EIA) ქალაქ ბათუმში იწყებს ახალ პროექტს, რომელიც განკუთვნილია აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის (ან უმაღლეს საგანმანათლებლო საფეხურზე სწავლება დაასრულეს მიმდინარე წელს).

პროექტი განკუთვნილია მათთვის, ვინც დაინტერესებულნი არიან შეისწავლონ მეწარმეობა და განიხილავენ ამ მიმართულებით კარიერის გაგრძელებას.
ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ იმუშაონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ ინტერკულტურულ გუნდებთან ერთად და შეიძინონ ცოდნა და გამოცდილება, რაც მათ იდეების წარმატებულ სტარტაპებად გარდაქმნაში დაეხმარება.

EIA- პროექტი, რომლის მასპინძლები არიან კავკასიის უნივერსიტეტი, აშშ-ის ბაზარზე წვდომის ცენტრი (USMAC) და Startup Grind Tbilisi, 2022 წლის სექტემბერში განხორციელდება.

ბანაკში მონაწილეობით დაინტერესებულმა სტუდენტებმა შემდეგი აპლიკაცია უნდა შეავსონ ამა წლის 22 აგვისტომდე:

https://forms.gle/82EA3WXtH3QJxBmp8
დეტალური ინფორმაცია იხ. ბმული ფაილის სახით

 
მნახველთა რაოდენობა: 2477
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'