იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 10 სექტემბრიდან  აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ასოცირებული პროფესორის 1 (ერთი)  საშტატო ერთეულზე, ფსიქოლოგიის მიმართულებით,  6 (ექვსი) წლის  ვადით (აფილირებული).  

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

·      ავტობიოგრაფია (CV)

·      პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი

·      2(ორი) ფოტოსურათი

·      სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

·      ცნობა ნასამართლეობის შესახებ

კონკურსანტის კომპეტენტურობის დასადგენად განსაზღვრული სავალდებულო

მოთხოვნები:

) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

 

 ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება

არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის

მქონე პირი, რომელსაც აქვს 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური სტაჟი.

  • ნებისმიერი აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დამოწმებულად

(ოფიციალური პირის ხელმოწერა, ბეჭედი) და  დანართი 1.-ის სტრუქტურის შესაბამისად;

  •  კონკურსანტი ვალდებულია, არაქართული წარმოების დოკუმენტები წარმოადგინოს ქართულ ენაზე თარგმნილი და დოკუმენტის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით ან/და სანოტარო წესით დამოწმებული სახით.

 

შენიშვნა:

 ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

კონკურსანტმა უნდა დააგროვოს არანაკლებ 15 ქულა (მინიმალური გადასალახი

ზღვარი) შემდეგი აუცილებელი აქტივობებით: სამეცნიერო პუბლიკაციებით

(მინიმუმ ორი); სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობით (მათ შორის ერთი მაინც

საერთაშორისო); სასწავლო კურსების სილაბუსებითა და დარგის განვითარების

კონცეფციით;

·         კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია, წერილობით გამოხატოს თანხმობა:

ა/. ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის  შესახებ“ დებულების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით;

ბ/. შრომითი ურთიერთობის პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის  თანხმობა, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდეს  პროფესორი კვირაში მინიმუმ სამი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორი მინიმუმ ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში (დანართი 5.).

შენიშვნა: საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის გათვალიწინებით, უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით, შესაძლებელია, განისაზღვროს ინდივიდუალური გრაფიკი.   

 

·         კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეფასება განხორციელდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული (ოქმი N15) „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ დებულების“ მიხედვით;

·         კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყება 2021 წლის 11 ოქტომბერს 10:00 საათზე დადასრულდეს 2021 წლის 15 ოქტომბერს, 17:00 სთ-ზე;

·         საბუთების მიღება განხორციელდება უნივერსიტეტის I კორპუსის II სართულზე# 214-ე ოთახში, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე, ხოლო covid-19 ვირუსის პრევენციის, ან სხვა შეზღუდვების გამო, შესაძლებელია აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარებისათვის საჭიროღო ნისძიებები განხორციელდეს დისტანციურად/ ელექტრონულად. ასეთი ვითარების არსებობისას კონკურსისათვის აუცილებელი საბუთები დასკანერებული ფორმით გადაეგზავნება უნივერსიტეტის იურიდიული სამასახურის ადამიანური რესურსების  მართვის განყოფილების უფროსს  (ქ. ხმალაძე) მის სამსახურებრივ  ელექტრონულ ფოსტაზე (hr@tesau.edu.ge);

·         კონკურსის ჩატარების დღედ განისაზღვრ2021 წლის 18 ოქტომბერს.

ვებგვერდი  www.tesau.edu.ge

ელ ფოსტა info@tesau.edu.ge

 
მნახველთა რაოდენობა: 4345
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.