იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
„განათლების მეცნიერებების“ ერთობლივ სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა საყურაღებოდ.

       „განათლების მეცნიერებების“ ერთობლივ სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა საყურაღებოდ. შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე საბუთები უნდა გადააგზავნოთ  23 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ მისამართზე: mariam.murjikneli@tsu.ge   (მარიამ მურჯიკნელი,   თსუ-ში ერთობლივ სადოქტორო პროგრამის სპეციალისტი).  

       გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) ჩატარდება 13 სექტემბერს. 

თსუ-ს განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქალბატონი ქეთევან ჭკუასელი დოქტორანტობის კანდიდატებისათვის 8 სექტემბერს 18:00 საათზე გამართავს შეხვედას, საგამოცდო საკითხებთან დაკავშირებით, ზუმის პლატფორმაზე. 

          გაცნობებთ, რომ პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობის ასაღებად დოქტორანტობის კანდიდატმა ქალბატონ ქეთევან ჭკუასელთან ketevan.chkuaseli@tsu.ge  უნდა გადააგზავნოთ სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობის ხელმოწერილი, დასკანერებული განცხადება და ასევე თანხმობას თან უნდა ერთვოდეს სამეცნიერო ხელმძღვანელის  CV.

სავარაუდო კითხვებზე პასუხები:

  • გამოცდები ონლაინ ჩატარდება თუ ადგილზე მომიწევს ჩასვლა.
  • სპეციალობის გამოცდა (წერითი კომპონენტი) ადგილზე ჩატარდება 13 სექტემბერს
  • მისაღები გამოცდების განაცხადი ონლაინ კეთდება და თსუს ვუგზავნით. რა მისაზმართე? ველოდებით ადმინისტრაციიდან პასუხს
  • სპეციალობის გამოცდა ზეპირი იქნება თუ წერითი. თუ წერითი ტესტის სახით თუ ბილეთებში საკითხები იქნება მოცემული?წერითი გამოცდა იქნება (პედაგოგიკის და დიდაქტიკის საკითხები) ქალბატონი ქეთევანი 8 სექტემბერს 18:00 საათზე გამართავს შეხვედრას საგამოცდო საკითხებთან დაკავშირებით.
  • წარსადგენ დოკუმენტაციაში მოცემული  დ) პუნქტი, ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული დამადასტურებელი საბუთი რას გულისხმობს? (გ და დ პუნქტი ძალიან ჰგავს ერთმანეთს, საჭიროა როგორც მაგისტრატურის ასევე ბაკალავრიატის დიპლომიც?)ვისაც ბაკალავრი 4 წლიანი აქვს დამთავრებული და 2 წლიანი მაგისტრატურა , წარმოადგენს მაგისტრის დიპლომს ნოტარიულად დამოწმებულს როგორც ბრძანებაშიამითითებული. 
  • შემდეგი პუნქტი გულისხმობს 5 წლიანი ვისაც აქვს დამთავრებული მაგისტრატურასაც რომ   მოიცავდა (ანუ გაერთიანებული ბაკალავრიატი და მაგისტრატურა 5 წლედში ადრე რომ ამთავრებდნენ ასეთი დიპლომის არსებობის შემთხვევაში ეს იგულისხმება)
  • რას გულისხმობს ვ პუნქტში მოცემული სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა? როგორ უნდა ავიღო ეს საბუთი? 
  • პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობას ქალბატონი ქეთევანი გასცემს და მას უნდა მიმართოს დოქტორანტმა მეილის საშუალებით .
  • ზ პუნქტში მოცემულია სავარაუდი ხელძღვანელის თანხმობა, ორივე ხელმძღვანელის თანხმობაა საჭირო თუ ერთი რომელიმესი საკმარისი იქნება?
  • ორივე თანხმობაა საჭირო, სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობის ნიმუშს გამოგიგზავნით.
  • თემის ანოტაცია 31 აგვისტომდე აღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა ჩავაბარო თუ გასაუბრების დროს უნდა წარვადგინო?საკვლევი თემის განვითარების ხედვა წერილობით, როგორც წინაპირობაში გვიწერია საბუთებთან ერთად უნდა შემოიტანონ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ  599 108450  დავით მახაშვილი

 
მნახველთა რაოდენობა: 3641
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'