იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს უნივერსიტეტის კვლევით ნაკვეთზე გაშენებული ახალშენი ვენახიდან 2020 წელს მიღებული თეთრი ღვინის ჩამოსასხმელი ბოთლის ეტიკეტის შექმნისათვის

სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2021 წლის 16 აგვისტოს  აცხადებს კონკურსს  უნივერსიტეტის კვლევით ნაკვეთზე გაშენებული ახალშენი ვენახიდან 2020 წელს მიღებული თეთრი ღვინის ჩამოსასხმელი ბოთლის ეტიკეტის შექმნისათვის.

გამარჯვებული კონკურსანტისათვის ფულადი ჯილდოს მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 500 ლარს;

საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2021 წლის 23 აგვისტოდან 03 სექტემბრის ჩათვლით 12:00 საათიდან 15:00 საათამდე უნივერსიტეტის კანცელარიაში, დოკუმენტაცია სავალდებულოა წარმოდგენილი იყოს, როგორც მყარ დისკზე (CD) ჩაწერილი, ისე ამობეჭდილი სახით დალუქული კონვერტით (გარდა ,,განცხადებისა).

        კონკურსში მონაწილეობის მსურველებისათვის  გასათვალისწინებელი  მოთხოვნები იხილეთ ბმულზე

მნიშვნელოვანი თარიღები:

§ კონკურსის გამოცხადება: 2021წლის 16 აგვისტო

§ საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება: 23 აგვისტო - 03 სექტემბერი

§ კომისიის მიერ საკონკურსო ნიმუშების შესწავლა-განხილვა: 6 სექტემბერი -  14 სექტემბერი

§ გამარჯვებული კონკურსანტის გამოვლენა-გამოცხადება: 15 სექტემბერი

 

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ:

 ასოც. პროფ. გაგა ბუიშვილი - gagabuishvili2014@gmail.com

ტელ.: 599376999

 
მნახველთა რაოდენობა: 3082
 
 
 
 
    2024 მარტი

    2

    3

    5

    8

    9

    10

    11

    16

    17

    18

    19

    21

    23

    24

    26

    28

    29

    30

    31


    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.