იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
განათლების საერთაშორისო ონლაინ გამოფენა

   მიმდინარე წლის 18 აპრილს, 12:00-დან 16:00-საათამდე,   განათლების საერთაშორისო ონლაინ გამოფენა გაიმართება.

   გამოფენა ტარდება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, სტაჟირებით, საზაფხულო სკოლებით, მოკლევადიანი კურსებით, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამით.

    გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებლები. აღნიშნული გამოფენის საშუალებით, დაინტერესებულ პირებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, პირისპირ გაესაუბრონ უმაღლესი სასწავლებლებისა წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

    გამოფენაზე დასწრება უფასოა.

  გამოფენა გაიმართება ზუმის პლათფორმის (Zoom) საშუალებით, შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეხვედრას  ნებისმიერი ადგილიდან დაესწრონ.

  გამოფენაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/305iMLY

  რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში დარეგისტრირებული პირები გამოფენის წინა დღეს მიიღებენ შეხვედრის ბმულს და დამატებით ინფორმაციას გამოფენის შესახებ.

  განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge (www.edu- guide.ge)

   დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://bit.ly/3fOjVR7

    Facebook event: https://bit.ly/3rYENaO

 
მნახველთა რაოდენობა: 4284
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'