თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის შემდეგ სპეციალობებზე!
სტაჟირების პროგრამა

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ,,ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია  (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ფინანსური  მხარდაჭერით, აცხადებს სტაჟირების პროგრამას კერძო და არასამთავრობო  სექტორში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის.

     პროგრამის მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი  ახალგაზრდების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება, სამოქალაქო და  სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა და შრომის ბაზრის მიერ მოთხოვნადი სამუშაო კომპეტენციების და უნარების განვითარება.

   სტაჟირების პროგრამა საბოლოო დასაქმებას არ ითვალისწინებს. სტაჟირების  სავარაუდო ხანგრძლივობა მოიცავს 1-2 თვეს და დამოკიდებულია კანდიდატის და მიმღები კომპანიის შეთანხმებაზე, სამოქალაქო ინტეგრაციისა და  ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრთან თანამშრომლობით.

    დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაგზავნონ რეზიუმე (CV) და  სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 1 გვერდი) ქართულ ენაზე შემდეგ ელფოსტაზე: cciir.info@gmail.com

  გამოცხადებულ პოზიციებზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 24  თებერვალი.

   დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში

 
მნახველთა რაოდენობა: 100
 
 
 
 
    2021 მარტი
    1

    2

    3

    4

    6

    7

    8

    9

    10

    11

    12

    13

    14

    15

    16

    17

    18

    19

    20

    21

    22

    23

    24

    25

    26

    27

    28

    29

    30

    31


    2021 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.