,,წიგნების თაროს” მე-6 სტუდენტური სეზონისთვის რეგისტრაცია დაიწყო

 ,,წიგნების თაროს” მე-6 სტუდენტურ სეზონში მონაწილეობის მსურველმა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა უნდა გაიარონ შემდეგი ეტაპები:

  1. შექმნან სამი სტუდენტისგან შემდგარი გუნდი, შეავსონ აპლიკაცია საიტზე www.registracia.wignebistaro.ge და დარეგისტრირდნენ;

  2. დარეგისტრირებულ გუნდებთან მოეწყობა გასაუბრება, რის  შედეგადაც, ,,წიგნების თაროს” შემოქმედებითი ჯგუფი  გადაცემაში მონაწილე 16 გუნდს გამოავლენს.

   თითოეული უმაღლესი სასწავლებლიდან გადაცემაში მონაწილე გუნდების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

   გუნდი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

   1. გუნდის თითოეული წევრი 2020-2021 სასწავლო წელს უნდა იყოს ბაკალავრიატის სტუდენტი;

   2. გუნდის სამივე წევრი უნდა იყოს ერთი და იმავე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი;

   3. გუნდის რომელიმე წევრი არ უნდა იყოს „წიგნების თაროს“ წინა სეზონების გამარჯვებული.

   პირველი არხი პროექტის მონაწილეებს წიგნებს და სხვადასხვა საჩუქარს გადასცემს, გამარჯვებული გუნდის სამივე მონაწილე კი, დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში, გაემგზავრება.

    რეგისტრაციის დასრულების თარიღია - 2021 წლის 5 თებერვალი 

   პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში

 
მნახველთა რაოდენობა: 1510
 
 
 
 
    2022 იანვარი
    1

    2

    3

    4

    5

    6

    7

    8

    9

    11

    13

    14

    15

    16

    18

    19

    20

    21

    22

    23

    24

    25

    26

    27

    28

    29

    30

    31


    2022 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.