იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ევროპის ღია მეცნიერების- „Cloud EOSC”-ის შეხვედრა

 გაცნობებთ,  რომ საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა”, ევროკომისიის „NI4OS-Europe“ პროექტის ფარგლებში, ა.წ. 25 ნოემბერს ატარებს ევროპის ღია მეცნიერების- „Cloud EOSC”-ის შეხვედრას. შეხვედრა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, ZOOM პლატფორმის გამოყენებით.

   „NI4OS- Europe“ არის პროექტი, რომელიც ხელს უწყობს ეროვნული ღია მეცნიერების Cloud-ის ინიციატივების, სერვისების და ელექტრონული ინფრასტრუქტურის განვითარებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 15 ქვეყანაში. პროექტი მიზნად ისახავს რეგიონის მკვლევარებს საშუალება მიეცეთ შეინახონ, მართონ, გააანალიზონ და გააზიარონ მეცნიერული მონაცემები, რაც მათი მუშაობის ეფექტურობის გაღრმავებას და მეცნიერებაში ინოვაციების დანერგვას შეუწყობს ხელს.

   კონსორციუმის  რეკომენდაციაა, ამ ღონისძიებას  დაესწრნენ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ხარისხისა და სამეცნიერო დეპარტამენტების ხელმძღვანელები, ან ამ მიმართულებების კურატორები.

  ღონისძიებაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ ელ-ფოსტაზე tamara@grena.ge მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია იმისათვის, რომ მოვახდინოთ თქვენი დარეგისტრირება:

  1. სახელი და გვარი;
  2. ორგანიზაციის დასახელება;
  3. ელექტრონული ფოსტის მისამართი.

 

  თანდართული დოკუმენტის სახით, შეგიძლიათ იხილოთ ღონისძიების პროგრამა. ZOOM-ის პაროლს და ID-ს მოგვიანებით გაცნობებთ.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 4582
 
 
 
 
    2024 მარტი

    2

    3

    5

    8

    9

    10

    11

    16

    17

    18

    19

    21

    23

    24

    26

    28

    29

    30

    31


    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.