იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
„აწარმოე საქართველოში“- მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის მორიგი რაუნდი დაიწყო

   2020 წლის 5 ოქტომბრიდან  სააგენტოს- „აწარმოე საქართველოში“ -მიერ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის მორიგი რაუნდის განხორციელება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, 2020 წლის 5 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით, მოხდება პირველადი განაცხადების (ბიზნეს -იდეების) მიღება ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ვებ გვერდის საშუალებით enterprise.gov.ge ან programs.gov.ge.  

  სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში  მონაწილეობის უფლება ექნება ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება ჯერ არ მიუღია, ასევე - მეწარმე სუბიექტს, რომელმაც 2015-2018 წლებში უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა.  

   პროგრამის არსებულ მეწარმე სუბიექტებს, პროგრამის ფარგლებში, გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, როგორც მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების, ასევე, ახალი ბიზნეს პროექტის შემთხვევაში. პროგრამის ბიუჯეტი გაზრდილია 40 მილიონ ლარამდე, ხოლო გრანტის მაქსიმალურ თანხა 30,000 ლარამდე.   პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხა 20%-ის ნაცვლად გახდა 10%, მაღალმთიან რეგიონებში კი 5%. ასევე ,განსხვავებულად განისაზღვრა თანამონაწილეობის წილი პროგრამის არსებული ბენეფიციარებისთვის, მოთხოვნილი თანხის 25%, ხოლო მაღალმთიანი რეგიონების შემთხვევაში, 15%. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის სამიზნე ტერიტორიულ ერთეულებს დაემატა თბილისი. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება დადგენილებით განსაზღვრული ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობა, გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოებისა.  

     დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ მოგვმართონ სააგენტოს ცხელ ხაზზე -1525.

 დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დადგენილების დანართი

 
მნახველთა რაოდენობა: 5676
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.