ვებსაიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. გაეცანი კონფიდენციალობის პოლიტიკას აქ
ვეთანხმები
არ ვეთანხმები
იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს სტუდენტური თვითმმართველობის ფაკულტეტების წარმომადგენლების არჩევნები

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა აცხადებს წარმომადგენლების არჩევნებს შემდეგ ფაკულტეტებზე:

1.     სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი;

2.     ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;

3.     აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;

4.     განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი;

5.     ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი;

  რეგისტრაციისათვის აუცილებელია, კანდიდატმა სტუდენტური თვითმმართველობის  საარჩევნო კომისიაში წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) სამოქმედო გეგმა;

გ) ცნობა იმ ფაკულტეტის სტუდენტობის შესახებ, რომლის წარმომადგენლობაზეც იყრის კენჭს.

  კანდიდატების რეგისტრაცია იწარმოებს  2020  წლის 10 ოქტომბრის  10:00  საათიდან  2020 წლის 16 ოქტომბრის  17:00     საათამდე,  სტუდენტური   თვითმმართველობის  საარჩევნო კომისიაში.

    დამატებითი ინფორმაციისათვის მიაკითხეთ სტუდენტური თვითმმართველობის ოთახს (თესაუს I კორპუსი, I სართული,  ოთახი #107).

 
მნახველთა რაოდენობა: 6276
 
 
 
 

    2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.
    Loading...