სოციალური ინოვაციების პლატფორმა

სოციალური ინოვაციების პლატფორმა  კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC)-ის  ახალი ინიციატივაა, რომელსაც მხარს უჭერს შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS-EPER. პროექტის მიზანია სოციალური ინოვაციების, სოციალური მეწარმობის და სოციალური საწარმოს შესახებ ცნობიერების ამაღლება და ინტერესის გაზრდა.

   პროექტი მიზნად ისახავს სოციალური ცვლილებებისკენ  მიმართული ინოვაციური იდეების განვითარების ხელშეწყობას.  ამ მიზნით, შეიქმნა ვებ-გვერდი http://socialinnovation.ge/ და ფეისბუქ გვერდი https://www.facebook.com/socialinnovation.ge/, რომელზეც განთავსდება სხვადასხვა სახის თემატური ინფორმაცია და რესურსი. რაც მთავარია, შეიქმნება რამდენიმე თვითმართვადი ელექტრონული კურსი, რომლის შესახებაც ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით (პირველი მათგანი - სოციალური ინოვაციები ცვლილებებისათვის - ხელმისაწვდომი იქნება ოქტომბრიდან).

 პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა სოციალური ინოვაციების შესახებ კონკურსის  გამოცხადება და მისი ჩატარება. კონკურსი მიმართულია ინოვაციური იდეებისა და სამეწარმეო უნარების მქონე ახალგაზრდების (21-დან-35 წლამდე) მხარდაჭერისკენ.  კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებებია: განათლება, სიღარიბის დაძლევა, ადგილობრივი თემის გაძლიერება და გარემოსდაცვა. კონკურსის იდეა უნდა უკავშირდებოდეს სოციალურ საკითხებს, იყოს მდგრადი და ემსახურებოდეს სოციალური პრობლემების გადაჭრას. კონკურში გაიმარჯვებს 5 იდეა და თითოეული დაფინანსდება 30 000 ლარით.

   კონკურსში განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 15 დეკემბერი, კონკურსის ისეთი დეტალები, როგორიცაა კონკურსის მიზანი, პრიორიტეტული მიმართულებები, სამიზნე ჯგუფი, განაცხადისფორმა,  ჟიური და ა.შ. იხილეთ ბმულზე: https://socialinnovation.ge/competition-2-2/ . 

  გარდა ამისა, ჩვენ გთავაზობთ სოციალური ინოვაციებთან დაკავშირებულ ბლოგების კონკურსს, სადაც მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ბლოგების კონკურსის დეტალები იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/341CpWA

  აღნიშნული ინიციატივა და კონკურსი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდებში ინოვაციური, სამეწარმეო, კრიტიკული და კრეატიული უნარების განვითარებასა და ხელშეწყობას.

  კონკურსის შესახებ მოკლე ვიდეოებს, რომლებიც ახლა ჩვენს ფეისბუქ გვერდზეა,  შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ ლინკზე:  https://www.facebook.com/socialinnovation.ge/videos/2746840552309993/

 ასევე. გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/socialinnovation.ge/ და დეტალური ინფორმაციის მისაღებად ესტუმროთ ჩვენს გვერდს: http://socialinnovation.ge/.

 
მნახველთა რაოდენობა: 132
 
 
 
 
    2020 ოქტომბერი
    1

    3

    4

    5

    6

    7

    10

    11

    13

    14

    16

    17

    18

    19

    20

    21

    22

    23

    24

    25

    26

    27

    28

    29

    30

    31


    2020 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.