იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბუღალტერიის პრაქტიკული კურსის გასავლელად, როგორც თესაუს თანამშრომლებს, ასევე, ნებისმიერ მსურველს ეპატიჟება.
სამთვიან, უფასო მეცადინეობებს, რომელიც 6 ოქტომბრიდან დაიწყება, ბუღალტერი ივანე ალიშვილი გაუძღვება.
კურსზე რეგისტრაციისთვის მიმართეთ თესაუს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანატს (თესაუს I კორპუსი, V სართული).