იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება!
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2020-2021 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

 ეკოლოგია  - 15  ადგილი

საგამოცდო საკითხები

 

 მეტეოროლოგია -კლიმატოლოგია - 5 ადგილი

საგამოცდო საკითხები

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ტიპოლოგიური ლინგვისტიკა და მთარგმნელობითი საქმე (ქართულ-ინგლისური, ინგლისურ-ქართული;       ქართულ-რუსული,  რუსულ- ქართული;  ქართულ- გერმანული,  გერმანულ- ქართული)  _10 ადგილი

საგამოცდო საკითხები

 

ახალი და უახლესი ისტორია  - 10 ადგილი

საგამოცდო საკითხები

 

 სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი

 

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა-20 ადგილი

საგამოცდო საკითხები

 

ეკონომიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა-20 ადგილი

საგამოცდო საკითხები

 

აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

  

მევენახეობა-მეღვინეობა–15 ადგილი

საგამოცდო საკითხები

 

საბუთების მიღება იწარმოებს 2020  წლის 1 სექტემბრიდან  2020  წლის 23 სექტემბრის ჩათვლით საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამის ფაკულტეტებზე.

 მაგისტრატურაში  ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს განცხადება რექტორის

სახელზე (იხ.დანართი1) შესაბამისი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის   მითითებით,  რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:

ა)  მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;

ბ)  ორი ფერადი ფოტოსურათი (3x4);

გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომი დანართთან ერთად /ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ  და მათი შესაბამისი  ასლები;

დ) სამხედრო ვალდებულებასთან  დამოკიდებულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი  (სავალდებულოა ვაჟებისათვის);

ე) საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი;

ვ)  მაგისტრატურაში მისაღებ კონკურსში მონაწილეობისათვის საორგანიზაციო  გადასახადის - 50 (ლარის) ქვითარი;

ü  მაგისტრატურის ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები გამოცდა ჩატარდება 2020  წლის 28 სექტემბერს.

ü    კონკრეტულ სამაგისტრო პროგრამაზე კანდიდატთა ჩარიცხვა განხორციელდება, თუ  ჩასარიცხ კანდიდატთა რაოდენობა იქნება 2 ან მეტი;

ü  გამოცდების შედეგების  გამოცხადებისა და შედეგების  გასაჩივრების ვადად განისაზღვრა: 2020 წლის 28 სექტემბრიდან 29 სექტემბრის  15:00 საათის ჩათვლით;

ü  მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2020 წლის 28-30 სექტემბრის ჩათვლით.

დამატებით  კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ  0350 27 59 82

 
მნახველთა რაოდენობა: 9741