21 ივლისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორ-მასწავლებელთა და დოქტორანტთა XXII (78-ე) კონფერენცია გაიმართება.
ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეა თესაუს რექტორი ირმა შიოშვილი, თანათავმჯდომარე- რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში ნუნუ გელდიაშვილი .
ახალი კორონავირუსის (COVID- 19) პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონფერენცია ჩატარდება ონლაინ-რეჟიმში.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში