„განვითარების თანამშრომლობის“ ფარგლებში, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, ცხადდება კონკურსი ტალინის უნივერსიტეტში.
ზემოაღნიშნული ფონდი სტიპენდიებს გამოყოფს სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვასა და ბელარუსიდან.
ესტონური სტიპენდიის ფარგლებში, ფინანსდება 2 წლიანი სასწავლო კურსის, ყოველთვიური სტიპენდია სტუდენტებისთვის.
დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 12 აგვისტო.
დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის შესაეხებ იხილეთ ტალინის უნივერსიტეტის ვებგვერდზე:
https://www.tlu.ee/en/ministry-foreign-affairs-scholarships-2020