5 ივნისს, პარასკევს, 17:00 საათზე, გიწვევთ ორგანიზაცია- ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“- ხელმძღვანელის, ანა აბაშიძის, ონლაინ -ლექციაზე ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ თანდართული ფორმა, ონლაინ- ლექციის zoom-ის რეკვიზიტები კი, სწორედ ამ ფორმაში მითითებულ ელფოსტაზე გამოგზავნოთ: https://forms.gle/6JBSZC9tnuQgMQ2g7
აღნიშნული ონლაინ ლექცია-სემინარი ტარდება პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, პარტნიორი უნივერსიტეტების იმ სტუდენტებისა და დაინტერესებული აკადემიური პერსონალისთვის, ვინც ჩართული არიან კურსში -,,სამოქალაქო საზოგადოების როლი".
პროექტი- „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" -ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ,,კონრად ადენაუერის“ ფონდის მიერ.