2019 - 2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შუალედური წერები წარიმართება დისტანციურ რეჟიმში.
სესიები დაიწყება 27 აპრილს და გაგრძელდება 3 მაისის ჩათვლით. პროცესის დისტანციური უზრუნველყოფისათვის გამოყენებულ იქნება Google Hangout და Google Classroom აპლიკაციები.
შუალედური წერების დისტანციურ რეჟიმში წარმართვის პროცესის ხელშესაწყობად ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის მიერ მომზადებულ იქნა სტუდენტთა და ლექტორთათვის სასწავლო- ტექნიკური ინსტრუქციები, რომლებშიც ასახულია პროცესის დაგეგმარებისა და გამართული ფუნქციონალური წარმართვისათვის აუცილებელი ღონისძიებები.
მიმდინარე კვირის ფარგლებში უნივერსიტეტის IT სამსახური და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ჩაატარებენ გაერთიანებულ ტრენინგებს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის.