შექმნილი ვითარების გამო, სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2020 წლის გაზაფხულის ნაკადისათვის გათვალისწინებული თარიღები შეიცვალა.
კონკრეტულად, სტაჟიორობის კანდიდატის მიერ წერილობითი თანხმობის განაცხადის გაკეთება, სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, გაგრძელდება მიმდინარე წლის 14 აპრილის ჩათვლით.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს, სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის
ცხელ ხაზს: (+995 32) 2197755.