ცხადდება ესეების კონკურსი თემაზე - „მე ვარ ტოლერანტი - მრავალფეროვანი სამყაროს თავისუფალი ადამიანი.“
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა თავიანთი ესე უნდა გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე - mariam.manjgaladze@tsu.ge.
საკონკურსო ესეები მიიღება 15 დეკემბრის 18:00 საათამდე.
დეტალებისთვის დაუკავშირდით საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს, მარიამ მანჯგალაძეს - ტელ. 599 105 140
21 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართება კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება.
კონკურსი ტარდება სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის - CCIIR მიერ, ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით.
ღონისძიების მხარდამჭერი ორგანიზაციები:
• საქართველოს გაეროს ასოციაცია
• ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისი
• განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
• შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
• სახელმწიფო ენის დეპარტამენტი
• საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
• საინფორმაციო მხარდაჭერა - საზოგადოებრივი მაუწყებელი - 1 არხი .