იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საია სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას გამართავს

 2019 წლის    26 ნოემბერს,  13:00  საათზე,  თელავის სახელმწიფო  უნივერსიტეტში ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, გორისა და თელავის სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგები სმე-13 ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. 

 მონიტორინგი საიას მიერ ხორციელდება ,,ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ დაფინანსებით, პროექტის-,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს. პროექტის მიზანია, სასამართლოს ხდომის დარბაზში, პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვებით და შეგროვებული ფაქტობრივი ინფორმაციის ანალიზით, გაიზარდოს საქართველოს სასამართლოებში სისხლის სამართალწარმოების გამჭვირვალობა  და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები.

საიამ დღემდე მონიტორინგის 13 ანგარიში მოამზადა, რომლებიც მოიცავს 2011 წლის ოქტომბრიდან  2019 წლის მარტამდე დაფიქსირებულ ტენდენციებს. ამჯერად საია საზოგადოებას წარუდგენს 2018 წლის მარტის თვიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში 2700-ზე მეტი სასამართლო პროცესის დაკვირვების შედეგებს.   

 
მნახველთა რაოდენობა: 6115