თელავის ამერიკული კუთხე იწვევს 16-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს პროექტში ,,Community Ambassadors/თემის ელჩი“ მონაწილეობის მისაღებად.
პროექტის მიზანია, ახალგაზრდა აქტიური მოქალაქეების აღმოჩენა , რომლებიც შექმნიან საინიციატივო ჯგუფებს, შეისწავლიან თემის/ქალაქის წინაშე არსებულ საზოგადოებრივ თუ სოციალურ საჭიროებებს და შეიმუშავებენ მცირე პროგრამებს/სერვისებს, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი თემის განვითარებას.
დარეგისტრირებული ახალგაზრდები გაივლიან ტრეინინგს პროექტის წერასა და კვლევის მეთოლოგიაში, რაც მათ დაეხმარება საჭიროებების/პრობლემების შესწავლასა და გამოვლენაში.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გამოგზავნოთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა, არაუგვიანეს 10 ოქტომბრისა.
https://forms.gle/1ueGLMFk5CGvXT4Z6
საუკეთესო პროექტი დაფინანსდება.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.