ახალგაზრდებში აფხაზეთის საკითხისადმი ინტერესის და ზოგადად თემის პოპულარიზაციის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით დაწესდა დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №12 25.02.2016).
,,დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდიების მინიჭების წესის“ მე-4 მუხლისა და ,,ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების გაცემის წესის“ მე-4 მუხლის საფუძველზე, 2019 წლის 21 ივლისის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის N267/ძ ბრძანებით განისაზღვრა კონკურსის გამოცხადებისა და სტიპენდიების მისანიჭებლად განაცხადების სამინისტროში რეგისტრაციის ვადები.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში