სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, პროექტის -„საქართველოს ახალგაზრდა ქალები ნატოსთვის"- ფარგლებში, აცხადებს კონკურსს, მონაწილეთა შესარჩევად.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს უნივერსიტეტების პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების, ბაკალავრიატის III, IV და მაგისტრატურის I კურსის სტუდენტებს.
პროექტის მიზანია, საქართველოს ახალგაზრდა ქალების ჩართულობის გაძლიერება ნატოს როლის შესახებ, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში წარმოებულ დისკუსიებში.
პროექტის ფარგლებში, ნატოს ცნობადობის ამაღლების მიზნით, სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ სემინარებში, კონფერენციებსა და მრგვალი მაგიდის დისკუსიებში; განიხილავენ ნატოს წარსულს, ამჟამინდელ და შესაძლო გავლენას საქართველოზე და მის მოსახლეობაზე. სტუდენტები საკონკურსოდ მოამზადებენ ესეებს; ასევე, შეხვდებიან მთავრობისა და ნატოს წარმომადგენლებს.
საბოლოოდ, გაიმართება კონფერენცია, რომელზეც გამოვლინდება საუკეთესო ესეს ავტორები. მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები, ხოლო გამარჯვებულებს - მცირე ფულადი ჯილდო.
პროექტის დასრულებისას მომზადდება ვიდეორგოლი, რომელიც გავრცელდება როგორც რეგიონული, ასევე, ცენტრალური ტელეარხით. სტუდენტების მიერ მომზადებული ესეები გადაეცემა უნივერსიტეტებს.
პროექტი ხორციელდება ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მხარდაჭერით.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლინკზე: