საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია, საქართველოს (ELSA Georgia) ორგანიზებით, გაიმართება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესის ეროვნული შეჯიბრი.
ეროვნული შეჯიბრის პარტნიორია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი - „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა, სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“.
ევროპის საბჭო აღნიშნულ აქტივობას მხარს უჭერს, ორგანიზაციის 70 წლის იუბილის ფარგლებში.
შეჯიბრის ფარგლებში, სტუდენტებს მოუწევთ 3 საერთაშორისო სასამართლოს : ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს - იმიტაცია.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სასამართლოების იმიტირებული პროცესის ფინალური რაუნდი განხორციელდება ქალაქგარეთ, რომლის ფარგლებშიც, სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის სხდომის იმიტაცია გაიმართება.
შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. ერთი უნივერსიტეტიდან რეგისტრაცია შეუძლია გაიაროს ერთზე მეტმა გუნდმა. თუმცა ერთ გუნდში ვერ იქნებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში მონაწილეობის უფლება არ აქვთ გასული წლის ნახევარფინალისა და ფინალისტ გუნდებს.
შეჯიბრში მონაწილე გუნდი უნდა შედგებოდეს სამი წევრისგან. პროექტი წარიმართება ინგლისურ ენაზე.
დამატებითი ინფორმაცისთვის და განაცხადის ფორმის სანახავად, სტუდენტები უნდა ეწვიონ იუსტიციის სასწავლო ცენტრის ვებგვერდს:
http://www.tcj.gov.ge/