იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საზაფხულო სკოლა ამერიკის შეერთებულ შტატებში

  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ 10 დღიან  საზაფხულო სკოლას ამერიკის შეერთებულ  შტატებში, კერძოდ, პერნსილვანიაში. პროგრამის ღირებულებაა 3100 ამერიკული დოლარი. ღირებულება მოიცავს საცხოვრებელს, სამჯერად კვებას, სოციალურ და სპორტულ ღონისძიებებს, სუვენირებს, აეროპორტიდან და აეროპორტში ტრანფერს, პროფესიონალთა  24 საათიან მეთვალყურეობას და სამედიცინო დაზღვევას.

 ფასში არ შედის თვითმფრინავის ბილეთი, სავიზო მოსაკრებელი ( 160 დოლარი) და აპლიკაციის შევსების ღირებულება ( 50 ლარი).   

 აუცილებელი მოთხოვნაა, რომ სტუდენტს არ ჰყავდეს ახლობელი ( დედა, მამა, ძმა , და, ბებია, პაპა ,...) ამერიკაში, ამერიკის საკონსულოს არ უნდა ჰქონდეს უარი ნათქვამი მისთვის ვიზაზე ( ასეთი აპლიკანტი ავტომატურად მთელს ჯგუფს შეუქმნის საფრთხეს )  და რა თქმა უნდა,  ჯგუფის ყველა  წევრმა უნდა გაითვალისწინოს, რომ არ უნდა დაარღვიოს კანონი და არ უნდა დარჩეს აშშ-ში.  

  დაინტერესებულმა სტუდენტებმა მიაკითხეთ  თესაუს საერთაშოსირო ურთიერთობების სამსახურს. დრო  შეზღუდულია. 5 ივნისს  პასპორტის ასლი და ელექტრონული სურათი უნდა გადაეგზავნოს მასპინძელ უნივერსიტეტს, მოწვევის წერილების მოსამზადებლად. ამ დოკუმენტებთან ერთად,  საწიროა პროგრამის საფასურის 30 %.  

 სკოლა  22 აგვისტოს დაიწყება  და  1 სექტემბერს დასრულდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 6521