იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,როცა ერთმანეთს ვჭირდებით“-პროექტი მოხალისე სტუდენტებისთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ გასულ წელს მიიღო სტუდენტების ერთი ჯგუფის კეთილშობილური ინიციატივა, რაც გამოიხატებოდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მხარდაჭერის სახით მოწყვლადი ჯგუფების მოზარდების სასწავლო პროცესში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის.

   სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტმა შეაფასა ამ ნიციატივის მნიშვნელობა სკოლის ვადაზე ადრე მიტოვების პრევენციისთვის, სასკოლო კლიმატის გაუმჯობესებისა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის დამოკიდებულებების გაჯანსაღებისთვის.

დასაწყისისთვის შეირჩა სსიპ ქალაქ თბილისის N31 საჯარო სკოლა, სადაც მნიშვნელოვანი რაოდენობის სოციალურად დაუცველი მოსწავლე იღებს განათლებას.

აღნიშნული სკოლის დირექტორმა - ქალბატონმა მარინა ნიჟარაძემ ფასილიტაცია გაუწია  სტუდენტებს. ისინი დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ სოციალურად დაუცველ და მიუსაფარ (ე.წ.ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები) მოსწავლეთა აკადემიური თუ ფსიქო-სოციალური პრობლემების გადალახვისთვის დაგეგმილ აქტივობებში, რომელიც  მიმართული იყო მოსწავლეების აკადემიური უნარების, ასევე, სოციალიზაციის გაუმჯობესებისკენ.

  პროექტით დაინტერესებების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ ლელა გაფრინდაშვილს (ტელ: +995 322 200 220 (შიდა 1431), მობ: +995 593241198; ელფოსტა: lgaprindashvili@mes.gov.ge). 

პროექტში ჩართვის მსურველებმა დეტალური ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ თანდართულ ფაილებში: დანართი 1 დანართი 2 

 
მნახველთა რაოდენობა: 5938