საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანხორციელებს რეფორმას : ”საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება“.
რეფორმის მიზანია საქართველოს ადგილობრივ თვითმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სისტემების დანერგვა.
აღნიშნული რეფორმის შემსრულებელია ააიპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ (MSDA), რომელიც წარმატებით ახორციელებს აღნიშნული სისტემების მართვას და განვითარებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რეგიონებში ელექტრონული სისტემების დამნერგავი - „ბიზნეს ანალიტიკოსთა გუნდი“-ს ფორმირების აუცილებლობა შეიქმნა.
კანდიდატთა გუნდის შესარჩევის მიზნით, 23 მაისს, 12:00 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტებთან შეხვედრა.