საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი CERT.GOV.GE, იწყებს ეროვნულ კიბეროლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას. კიბეროლიმპიადის მიზანია კიბერუსაფრთხოების სფეროს განავითარების ხელშეწყობა და პუპულარიზაცია, ასევე, იმ პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენა და წახალისება, რომლებიც შესაბამის ტექნიკურ ცოდნასა და კომპეტენციას ფლობენ.
კიბეროლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლია კიბერსაკითხებით დაინტერესებულ ყველა ახალგაზრდას, რომელსაც არ შესრულებია 25 წელი.
ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნად ჩამოაყალიბონ მაქსიმუმ 3 წევრისგან შემდგარი გუნდი და წარმოადგინონ შესაბამისი განაცხადი. გუნდი შეიძლება, ასევე, შედგებოდეს 1 ან 2 მონაწილისგან.
ეროვნულ კიბეროლიმპიადაზე დაისმება კიბერუსაფრთხოების გავრცელებული შეტევის ვექტორების ამოცანები, რომელთა გადაჭრაშიც ერთმანეთს გუნდებად დაყოფილი სტუდენტები შეეჯიბრებიან.
ოლიმპიადის მონაწილეები სხვადასხვა კვლევითი და ლაბორატორიული სამუშაოს შედეგად, გააანალიზებენ და 20 განსხვავებულ შემთხვევას გამოიკვლევენ და უპასუხებენ 50 შეკითხვას (თითოეული შემთხვევის ირგვლივ სხვადასხვა სირთულისა და წონის 10 შეკითხვა), მიღებულ პასუხებზე დაყრდნობით კი, დაითვლება საბოლოო სტატისტიკა. ეროვნული კიბეროლიმპიადის ხანგრძლივობაა 1 დღე.
იმისათვის, რომ ოლიმპიადის მონაწილემ შეძლოს აღნიშნულ ღონისძიებაზე დასრება, აუცილებელია, ფლობდეს საბაზისო ცოდნას შემდეგ სფეროებში: ნეტვორკინგი, კრიპტოგრაფია და ვებ დეველოპმენტი (Networking, Scripting, Web development).
ეროვნული კიბეროლიმპიადა გაიმართება 2019 წლის 31 მაისს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 27 მაისი.
განაცხადების საფუძველზე, სპეციალური ჟიურის მიერ, 50 გუნდი შეირჩევა .
დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა, კიბეროლიმპიადაზე რეგისტრაციისთვის, უნდა გაგზავნონ გუნდის დასახელება, გუნდის წევრთა რეზიუმეები (წევრთა რეზიუმეები სავალდებულო არ არის) და საკონტაქტო ინფორმაცია ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: cybercube@dea.gov.ge
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგი არხების გამოყენებით: ტელ.: 291 51 40;
ვებგვერდი: www.dea.gov.ge ;
FB გვერდი: https://www.facebook.com/certgovge