იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია- ,,ქუთაისური საუბრები – XV"

აკაკი წერეთლის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 2019 წლის 13-14 ივნისს  ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას  ,,ქუთაისური საუბრები – XV"/

კონფერენციის თემაა ,,თურქეთსა  და  ირანში  მცხოვრებ  ქართველთა  ენა  და  კულტურა"

 მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, ერთმანეთს გაუზიარონ  საკუთარი მოსაზრებები და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში მათთვის საინტერესო საკითხებზე.

სამეცნიერო სექციები:

  • ქართველური ენათმეცნიერება

  • ქართული ფოლკლორი, ლიტერატურათმცოდნეობა

  • საქართველოს ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია

  • ქართული ხელოვნება, კულტურა, ფილოსოფია.

      

    კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები დაიბეჭდება სამეცნიერო ჟურნალ ,,ქართველური მემკვიდრეობის" XXIII ნომერში.

 
მნახველთა რაოდენობა: 6537