იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
„ეკონომიკური დებატები-ბსუ 2019“

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ახორცილებენ სამეცნიერო პროექტების კონკურსის გამარჯვებულ საგანმანათლებლო პროექტს- „ეკონომიკური დებატები-ბსუ 2019“.

 პროექტის მიზანია,  ფორმალური დებატების გზით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართულობითა და ხელშეწყობით, სხვადასხვა უნივერსიტეტების ეკონომიკური/ბიზნეს პროფილის სტუდენტების ურთიერთობის გაღრმავების პროცესის ხელშეწყობა.

  პროექტის ფარგლებში, რომელიც 10-15 აპრილს  განხორციელდება, დაგეგმილია საჯარო შეხვედრები, ფორმალური დებატების ტრენინგები და ორდღიანი დებატების ტურნირი, რომლის მთავარი თემა იქნება- „რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა“.

   პროექტში მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ  ბათუმის, არამედ, თბილისის, ქუთაისის და თელავის უმაღლესი საგანმანათებლო დაწესებულების სტუდენტები, რომელთა ტრანსპორტირება და განთავსება  უზრუნველყოფილი იქნება. 

 პროექტის მოკლე აღწერილობა და რეგისტრაციის ფორმები იხილეთ  თანდართულ ფაილებში:

ეკონომიკური დებატები ბსუ 2019

ინდივიდუალური რეგისტრაციის ფორმა 

გუნდური რეგისტრაცია 

 
მნახველთა რაოდენობა: 6445