14 აპრილისადმი მიძღვნილი კონკურსები

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი აცხადებს 14 აპრილისადმი მიძღვნილ სამ კონკურსს. კონკურსების მიზანია  სახელწმიფო ენის მნიშვნელობისშესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;  საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ჩართვა ქართული ენის დაცვისა და პოპულარიზაციისსაქმეში. ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, პრესტიჟის გაზრდა.

1. ახალგაზრდული კონკურსი "ქართული ენა და ინტერნეტი"

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 15-დან 27 წლამდე ახალგაზრდებს. განსაზღვრული თემატიკის ფარგლებში საკონკურსოდ შეიძლებაწარმოდგენილი იყოს: ესე, პოპულარული სტატია, ბლოგი, პოდკასტი, ვიდეობლოგი და სხვ., უნდა გაიგზავნოს  ელექტრონულ მისამართზე: kartuliessay@gmail.com კონკურსის სახელწოდების მითითებით 2019 წლის .31 მარტის ჩათვლით.

კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან:

ერთი პირველი ადგილი - 500 ლარით

ერთი მეორე ადგილი - 300 ლარით

ერთი მესამე ადგილი - 200 ლარით

 

2. „ჩემი პირველი ქართული ტექსტი" - კონკურსი საქართველოს მოქალაქე მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის, რომელთათვის ქართული არ არისმშობლიური ენა კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებსა და ბაკალავრიატისსაფეხურის სტუდენტებს, რომელთათვისაც ქართული არ არის მშობლიური ენა. საკონკურსო ნაშრომები უნდა გაიგზავნოს  ელექტრონულმისამართზე: kartuliessay@gmail.com კონკურსის სახელწოდების მითითებით  2019 წლის .31 მარტის ჩათვლით.

კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან:

ერთი პირველი ადგილი - 500 ლარით

ერთი მეორე ადგილი - 300 ლარით

ერთი მესამე ადგილი - 200 ლარით

 

 3. „რეპორტაჟები 1978 წლის 14 აპრილის შესახებ" კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებისუფროსკლასელებსა და ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს  

კონკურსის მიზანია თაობათა კავშირის გაძლიერება და სახელმწიფო ენის მიმართ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა. კონკურსისმონაწილემ უნდა შეკრიბოს  ზეპირი ისტორიები   1978 წლის 14 აპრილის საპროტესტო დემონსტრაციის შესახებ და გააანალიზოს. ისინი. კონკურსანტმა ჩაწერილი 14 აპრილის შესახებ ზეპირი ისტორიები  ესეს, თხზულების, ინტერვიუს, ჩანახატის სახით უნდაგამოგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: kartuliessay@gmail.com კონკურსის სახელწოდების მითითებით  2019 წლის .31 მარტის ჩათვლით.

კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან:

ერთი პირველი ადგილი - 500 ლარით

ერთი მეორე ადგილი - 300 ლარით

ერთი მესამე ადგილი - 200 ლარით


 
მნახველთა რაოდენობა: 2080
 
 
 
 
    2020 ივლისი
    1

    2

    3

    4

    5

    6

    7

    8

    9

    10

    11

    12

    13

    14

    15

    16

    17

    18

    19

    20

    21

    22

    23

    24

    25

    26

    27

    28

    29

    30

    31


    2020 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.