,, სტუმარ-მასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტი"
2013 წლიდან აგზავნის გერმანულის მცოდნე ტურიზმის ფაკულტეტის (III და IV კურსი) სტუდენტებს გერმანიაში ,სამთვიან პრაქტიკაზე.
პრაქტიკის სფეროებია:
-
რესტორანი
-
მიმტანი
-
მზარეულის დამხმარე
-
კვების მომსახურება საკონფერენციო დარბაზებში
-
სასტუმრო
-
მიღება-განთავსების განყოფილების თანამშრომელი (გერმანული ენის B2- დონეზე ფლობის შემთხვევაში
-
ნომრების დალაგება-დასუფთავების განყოფილების თანამშრომელი
პრაქტიკა ხორციელდება გერმანიის წამყვან სასტუმროებში, ძირითადად საკურორტო რეგიონებში.
პრაქტიკა ანაზრაურებადია. სტუდენტები მიიღებენ 350,- ევროს სტიპენდიის სახით. ცხოვრებისა და კვების ხარჯებს სასტუმრო დაფარავს. სტუდენტებს მოეთხოებათ გერმანული ენის ცოდნა მინ. A2 დონეზე. გარდა პრაქტიკისა, ნებისმიერ სტუდენტს, გერმანული ენის B1 დონეზე ცოდნის შემთხვევაში, ვგზავნით საზაფხულო დასაქმებაზე (ე.წ. Summer job) იმავე სასტუმროებში, იგივე პოზიციებზე. ანაზღაურება იქნება ca. 1500 € ბრუტო/თვე.
ჩვენი ორგანიზაცია სტუდენტებს სრულიად უფასოდ აგზავნის გერმანიაში.
გიგზავნით პრეზენტაციას, რათა მიიღოთ დეტალური ინფორმაცია ინსტიტუტსა და პროექტებთან დაკავშირებით.
სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ, გაიღრმაონ თეორიული ცოდნა პრაქტიკით!
პროექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 6 მარტს, 13:00-ზე, სხდომათა დარბაზში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში.