საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-10 ნაკადს. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა განაცხადოს წერილობითი თანხმობა, სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის შესახებ, შესაბამის უმაღლეს სასწავლებელში, ბიუროს მიერ სტაჟირების რეგისტრაციის დაწყებამდე, არაუგვიანეს ერთი თვისა, მიმდინარე წლის 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით (დანართი 1).
პროგრამის მონაწილეები უნდა იყვნენ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის, ან დოქტურანტურის სტუდენტები, უნდა გამოირჩეოდნენ მაღალი აკადემიური მოსწრებით და მათ მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან არ უნდა იყოს გასული 2 წელიწადზე მეტი .
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს: (+995 32) 2197755
იხილეთ თანდართული ფაილები: დანართი – 1 დანართი – 2