ლიეტუვისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები აცხადებენ ესეების კონკურსს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ თემაზე.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების მოქალაქე სტუდენტებს. ესეები უნდა დაიწეროს ინგლისურ ენაზე, ხოლო მათი გაგზავნის ბოლო ვადა 2019 წლის 5 აპრილია (ქართველმა სტუდენტებმა ესეები უნდა გაუგზავნონ ლიეტუვის საელჩოს საქართველოში).
კონკურსში სულ გამოვლინდება 6 გამარჯვებული (ერთი თითოეული წევრი სახელმწიფოდან), რომლებიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამართულ მაღალი დონის ღონისძიებებს დაესწრებიან და უშუალოდ გაეცნობიან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
დამატებითი ინფორმაცია, ესეების კონკურსთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე: http://www.gov.pl/diplomacy/eap10; www.urm.lt/eap10.