კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ლუვენის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის „ქართული ხელნაწერი“ მონაწილეთა შესარჩევად.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართველ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევარებს, რომელთა სამეცნიერო ინტერესები შეესაბამება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძირითად სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს (კლასიკური ან ძველი ქართული ფილოლოგია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ხელნაწერი წიგნის კულტურა, რესტავრაცია, დიგიტალიზაცია, და სხვ.),
დაზუსტებით: 1) მაგისტრანტებსა და მაგისტრებს;
2)დოქტორანტებსა და დოქტორებს (ხარისხი დაცული აქვთ ბოლო 7 წლის განმავლობაში).
კონკურსის პირველი ეტაპი საზაფხულო სკოლაში მიღებაა, მეორე ეტაპზე კი, 2019წლის 10-20 ივლისს, თბილისში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, სამეცნიერო ფორუმი „ქართული ხელნაწერი“ ჩატარდება. სკოლისა და კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური. ლექციებისა და სხვა აქტივობების ჩატარება უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანით. დაგეგმილია კონფერენციის თეზისების ბეჭდვა, კონფერენციის მოხსენებების ელექტრონული კრებულის გამოცემა. პროექტი უზრუნველყოფს მსმენელების დაბინავებას, კვებას, შიდა ტრანსპორტირებასა და ექსკურსიებს, აკადემიურ პროგრამას; არ ანაზღაურებს თბილისში მსმენელების მგზავრობის ხარჯს. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა 2018 წლის 15 დეკემბრამდე უნდა გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: summerschool@manuscript.ac.ge.
შერჩეულ კანდიდატებს შედეგი ეცნობებათ არაუგვიანეს 2018 წლის 20 დეკემბრისა.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტელეფონზე ან ელექტრონულ მისამართზე:
საზაფხულო სკოლის გუნდი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი:
საკონტაქტო პირი: დოქტ. ირინა გოგონაია.
ტელ.: 577 79 54 54 E-mail: irinagogonaia@manuscript.ac.ge