მიმდინარე წლის 13 ნოემბერს, 12:00 საათზე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიხსნება გამოფენა, სახელწოდებით,- „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - 100".
აღნიშნული გამოფენა 2018 წლის მაისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მოეწყო და საქართველოს პირველი რესპუბლიკის საუკუნოვან იუბილეს მიეძღვნა. პროექტის მიზანია სტუდენტი-ახალგაზრდობისთვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მემკვიდრეობის გაცნობა და მისი პოპულარიზაცია.
გამოფენა, რომლის კურატორები საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე მიხეილ წერეთელი და პროფესორი ოთარ ჯანელიძე არიან, თესაუში თვის ბოლომდე გაგრძელდება.
იმავე დღეს, 13:00 საათზე, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მოეწყობა პროფესორ ოთარ ჯანელიძის 2018 წელს გამოცემული ახალი წიგნების: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921 წლებში“, „ივანე ჯავახიშვილის ნაკვალევზე“ და „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ნარკვევები“ პრეზენტაცია.
ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმის და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დეპტარტამენტის ინიციატივით გაიმართება.