იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები

  ფონდი „საერთაშორისო განათლების ცენტრი“  გაცნობებთ, რომ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტმა (CEU) გამოაცხადა მიღება 2019-2020 სასწავლო წლისათვის.

 

უნივერსიტეტი გთავაზობთ 49 სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამას შემდეგ დისციპლინებში:
ეკონომიკა და ბიზნესი;
კოგნიტური მეცნიერება (PhD);
ეკონომიკა;
გარემოს დაცვა და პოლიტიკა;
გენდერული კვლევები;
ისტორია;
საერთაშორისო ურთიერთობები;
სამარათალი;
გამოყენებითი მათემატიკა ;
შუა საუკუნეების კვლევები;
ნაციონალიზმის კვლევები;
ქსელური მეცნიერება (PhD);
ფილოსოფია;
პოლიტიკური მეცნიერება;
საჯარო პოლიტიკა;
სოციოლოგია და სოციალური ანთროპოლოგია;
სადოქტორო სკოლა პოლიტიკურ მეციენერბაში, საჯარო  პოლიტიკასა და საერთაშორისო
   
ურთიერთობებში.

   მსურველები პირველ რიგში აუცილებლად  უნდა დარეგისტრირდეთ ლინკზე: 
http://sits.ceu.edu/urd/sits.urd/run/siw_ipp_lgn.login?process=siw_ipp_enq&code1=PROS&code2=&code4=IPR_UDF1=LAC-GEO;IPR_UDF2=LAC

    თუ გსურთ დაფინანსების მოპოვება, უნივერსიტეტში გაგზავნეთ საგანაცხადო ფორმა თანდართულ საბუთებთან და ინგლისური ენის სტანდარტული ტესტების (iBT TOEFL, IELTS, GRE, etc) ქულებთან ერთად, არაუგვიანეს 2019 წლის 31 იანვრისა. 
 თქვენ შეგილიათ 5 სხვადასხვა პროგრამის არჩევა. საგანაცხადო ფორმის გაგზავნის საფასურია 30 ევრო.

 

  ვისაც სურს დაფინანსების მოპოვება MUNDUS MAPP-ის და MESPOM-ის პროგრამებზე, განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 3 იანვარი.

 

სასწავლო პროგრამებზე და აპლიკაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ვებგვერდს www.ceu.edu ან მოგვმართეთ საერთაშორისო განათლების ცენტრში შემდეგ მისამართებზე:


-
თბილისი - ჭოველიძის ქუჩა 10, ტელ. 2252615, ელფოსტა: cie@osgf.ge;
  
                    კონსულტაციები ჩატარდება  ყოველ ხუთშაბათს 15 საათზე. 
 
- ბათუმი -    ნინოშვილის . 35; უნივერსიტეტის I  სართული, ოთახი # 26; ტელ. 275817
-
ახალციხე - რუსთაველის 106; უნივერსიტეტის შენობა; I კორპ.; II სართ; ტელ.: 221551 
-
თელავი -    ქართული უნივერსიტეტის . # 1; V სართული; ტელ.: 273139
-
ქუთაისი -   . წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ტელ.: 551710071

უნივერსიტეტის და კონკურსის შესახებ ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ მოიპოვოთ საერთაშორისო განათლების ცენტრის ვებ გვერდზე: www.cie.ge და სოციალურ ქსელ Facebook-ში: Access CEU – Georgia page და ასევე Center for International Education - Tbilisi.

 
მნახველთა რაოდენობა: 5770
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'