2018 წლის 6 დეკემბერს, ქ. სუმის რეგიონალური პედაგოგიური განათლების ინსტიტუტში (უკრაინა), V საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენცია - "ინოვაციები განათლებაში: ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პედაგოგიკა" გაიმართება.
საკონფერენციო მიმართულებებია:
1. თანამედროვე ტექნოლოგიები ბავშვთა და მოზარდთა განათლებაში: უკრაინული და საერთაშორისო გამოცდილება;
2. ინოვაციები უმაღლეს განათლებაში: სტრატეგიები და ტექნოლოგიები;
3. ინოვაციური პროცესების თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები პროფესიულ განათლებაში: გამოცდილება და პერსპექტივები;
4. ზრდასრულთა განათლების ინოვაციური განვითარების ორგანიზაციული და პედაგოგიური მხარდაჭერა უკრაინასა და მსოფლიოში;
5. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები განათლების სფეროში;
6. განათლებაში ინოვაციური ცვლილებების პირობებში პიროვნების სოციალურ-ფსიქოლოგიური პოტენციალის განვითარება;
7. განათლების ისტორია: რეტროსპექტივა საგანმანათლებლო პროცესში და მენეჯმენტში ინოვაციებზე;
8. საგანმანათლებლო ინოვაციების კულტურული, ეთნოლოგიური და ფილოსოფიური საფუძვლები;
9. განათლების მენეჯმენტი თანამედროვე მსოფლიოში და საზოგადოების ინოვაციური განვითარება;
10. პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება სამაგისტრო განათლების პირობებში.
კონფერენციის სამუშაო ენებია: უკრაინული, რუსული, ინგლისური, გერმანული, პოლონური.
მონაწილეობის ფორმა: დასწრებული და დაუსწრებელი.
კონფერენციაში მონაწილეობის პირობებისა და სტატიის გაფორმების წესების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გაეცანით თანდართულ დოკუმენტებს რუსულ და ინგლისურ ენებზე.